—

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილებას 16 მარტს გამოიტანს

24
ჰააგის საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილებას 16 მარტს გამოიტანს
მოსასმენად დააჭირეთ

ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გადაწყვეტილებას 16 მარტს გამოიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინამ საქმე 24 თებერვალს, რუსეთის შეჭრის შემდეგ, მალევე შეიტანა.

უკრაინული მხარე რუსეთს ადანაშაულებს ცრუ განცხადებების გამოყენებაში, რომ უკრაინული ძალები ახორციელებდნენ გენოციდს, დონბასის რეგიონის სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად რეგიონებში თავდასხმის საბაბად.

ამასთან, როგორც BBC იუწყება, რუსი ოფიციალური პირები ჰააგის მართლმსაჯულების ​საერთაშორისო სასამართლოს მიერ, 7 მარტს გამართულ მოსმენაზე არ გამოცხადდნენ.

საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო ბრძანებას ადგილობრივი დროით, 16 მარტს, 16:00 საათზე გამოაქვეყნებს.

ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ასევე ცალკე დაიწყო გამოძიება ომის დანაშაულებებზე, რათა უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ ბრალდებები განიხილოს.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →