—

მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთში ნებისმიერი პროტესტი არის პირდაპირი გზა ციხისკენ - ღირებულია მარინა ოვსიანიკოვას საქციელი

29
მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთში ნებისმიერი პროტესტი არის პირდაპირი გზა ციხისკენ - ღირებულია მარინა ოვსიანიკოვას საქციელი
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთი სრულიად არ არის თავისუფალი. ნებისმიერი პროტესტი არის პირდაპირი გზა ციხისკენ, - ასე ეხმაურება ,,ტვიტერის" გვერდზე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, რუსეთის ,,პირველი არხის"…

რუსეთი სრულიად არ არის თავისუფალი. ნებისმიერი პროტესტი არის პირდაპირი გზა ციხისკენ, - ასე ეხმაურება ,,ტვიტერის" გვერდზე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, რუსეთის ,,პირველი არხის" რედაქტორის მიერ, პირდაპირ ეთერში გამოხატულ პროტესტს, რის ამსახველ ვიდეოსაც თავადაც აქვეყნებს.

პოდოლიაკის თქმით, მარინა ოვსიანიკოვას საქციელი ღირებულია.

,,რუსეთი სრულიად არ არის თავისუფალი. მათ არ აქვთ თავისუფალი მედია, პოლიტიკური კონკურენცია, საპროტესტო აქციები. ნებისმიერი პროტესტი, არის პირდაპირი გზა ციხისკენ. უფრო ღირებულია მარინა ოვსიანიკოვას საქციელი, რომელმაც მრავალმილიონიან აუდიტორიას უთხრა სიმართლე უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის დამანგრეველი ომის შესახებ", - წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რუსეთის ,,პირველი არხის" რედაქტორმა, მარინა ოვსიანიკოვამ, მთავარი საინფორმაციო გამოშვებისას, პირდაპირ ეთერში, უკრაინაში, რუსეთის მიერ განხორციელებული შეჭრა პლაკატით გააპროტესტა. პროტესტის შემდეგ მალევე, ოვსიანიკოვა დააკავეს.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →