—

ანა ბუჩუკური - პრეზიდენტის სიტყვა სამართლიანი იყო, როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში, პირველივე დღიდან მან დაიკავა ღირსეული ქვეყნის ლიდერის პოზიცია

6
ანა ბუჩუკური - პრეზიდენტის სიტყვა სამართლიანი იყო, როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში, პირველივე დღიდან მან დაიკავა ღირსეული ქვეყნის ლიდერის პოზიცია
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრეზიდენტმა ღირსეულად წარმოადგინა ღირსეული ქართველი ერი პარლამენტში და გულწრფელად მადლობა მას ამისთვის, - ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური პრეზიდენტის პარლამენტში…

საქართველოს პრეზიდენტმა ღირსეულად წარმოადგინა ღირსეული ქართველი ერი პარლამენტში და გულწრფელად მადლობა მას ამისთვის, - ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვის გამოსვლას ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ზურაბიშვილმა ღირსეული ქვეყნის ლიდერის პოზიცია დაიკავა.

„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ღირსეულად წარმოადგინა ღირსეული ქართველი ერი პარლამენტში და გულწრფელად მადლობა მას ამისთვის, პირველ რიგში მას მადლობას ვეუბნები როგორც მოქალაქე და რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკოსი.

მისი სიტყვა იყო ღირსეული, სამართლიანი, როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში, პირველივე დღიდან გვახსოვს მისი პოზიცია და მან დაიკავა ღირსეული ქვეყნის ლიდერის პოზიცია და კიდევ ერთხელ მადლობა მას ამისთვის“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის სიტყვა, რომელიც მიმართული იყო ხელისუფლების და ოპოზიციის გარკვეული ნაწილისთვის, სამართლიანი იყო.

„მისი ყველა, თითოეული სიტყვა მიმართული ხელისუფლების, ასევე მიმართული ოპოზიციის მისამართით, რომელიც ოპოზიციის ნაწილს ეხებოდა, იყო აბსოლუტურად სამართლიანი და ეს რეაქციების მიხედვით დარბაზში მყოფებსაც ეტყობოდათ. პრეზიდენტმა თქვა რეალობა, რომელიც საქართველოში გვაქვს, რომელიც გვაქვს ხელისფლებაში და ოპოზიციის გარკვეულ ნაწილში, კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ანა ბუჩუკურმა „ქართული ოცნების“ წევრების რეაქციაც შეაფასა, რომლებმაც სიტყვის გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტს ტაში არ დაუკრეს.

„ხელისფლება რეზიდენტული რომ არის კრიტიკის მიმართ, ეს ახალი არ არის. ჩემთვის წარმოუდგენელია, ასეთი სიტყვის გამოსვლის შემდეგ გულწრფელი ემოცია არ გამიჩნდეს“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →