—

უკრაინის გენპროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგად უკრაინაში 90 ბავშვი გარდაიცვალა და 100 დაშავდა

35
უკრაინის გენპროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგად უკრაინაში 90 ბავშვი გარდაიცვალა და 100 დაშავდა
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგად უკრაინაში 90 ბავშვი გარდაიცვალა და 100 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს და განმარტავს, რომ ყველაზე მეტი დაშავებული კიევის, ხარკოვის…

რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგად უკრაინაში 90 ბავშვი გარდაიცვალა და 100 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს და განმარტავს, რომ ყველაზე მეტი დაშავებული კიევის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხერსონის, მიკოლაევისა და ჟიტომირის ოლქებშია.

მხოლოდ გუშინ საღამოს მიკოლაევის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა და სამი დაშავდა.

დაბომბვის შედეგად დაზიანებულია 379 სასწავლო დაწესებულება, რომელთა შორის 59 სრულად არის განადგურებული. ყველაზე მეტი ნგრევა დონეცკის ოლქშია, სადაც 119 სასწავლო დაწესებულებაა დაზიანებული, მიკოლაევში - 30, სუმიში -28, კიევის ოლქში -35, ხერსონის ოლქში -21, დედაქალაქში კი - 24.

„ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს შემთხვევის ადგილების დათვალიერების შესაძლებლობა, სადაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აქტიურად იბრძვიან და ასევე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →