—

უკრაინელებმა ოკუპანტების ხიდი გაანადგურეს და კიევში შესვლაში ხელი შეუშალეს | სატელიტური ფოტოები

5
უკრაინელებმა ოკუპანტების ხიდი გაანადგურეს და კიევში შესვლაში ხელი შეუშალეს | სატელიტური ფოტოები
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინელმა სამხედროებმა აღკვეთეს რუსული სამხედრო ტექნიკის მცდელობა, გადაეკვეთათ მდინარე ირპენი გოსტომელთან აშენებული ხიდით და შესულიყვნენ დედაქალაქში - ამის შესახებ უკრაინული გამოცემა, УНІАН წერს.

ე.წ. პონტონის ხიდი, რომელსაც დროებითი გადაკვეთისთვის აგებენ, მდებარეობდა ღია მინდორში მდინარე ირპინზე მთავარი ხიდიდან ჩრდილოეთით რვა კილომეტრში  - სატელიტურ ფოტოებს CNN ავრცელებს. ხიდი პირველად თანამგზავრულ სურათებში ხუთშაბათს, 10 მარტს გამოჩნდა. 13 მარტს გამოქვეყნებულ დამატებით ფოტოზე ჩანს დანგრეული პონტონური ხიდი და იქვე მდგარი რუსული სამხედრო ტექნიკა.

გამოცემის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კიევის გარეუბანში, ირპინში რამდენჯერმე მოიგერიეს და შეაჩერეს რუსული ჯარების წინსვლა უკრაინის დედაქალაქისკენ. მთავარი ხიდი, რომელიც კვეთს მდინარე ირპინს, უკრაინელებმა  რუსეთის წინსვლის შესაჩერებლად გაანადგურეს. ახლა მდინარე ირპინი მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის რუს სამხედროებს.

(mtav)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →