—

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ჩვენ არ ვცნობთ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს".

102
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ჩვენ არ ვცნობთ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს".
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს აფხაზეთის რეგიონში „საპარლამენტო არჩევნების“ შესახებ განცხადებას ავრცელებს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს აფხაზეთის რეგიონში „საპარლამენტო არჩევნების“ შესახებ განცხადებას ავრცელებს.

InterPress.ge იტყობინებს რომ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია:

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ ცნობს 2022 წლის 12 მარტს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ და მათ შედეგებს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გაგრძელება აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად“.
 

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →