—

დღეს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მორიგი შეხვედრა იგეგმება

34
დღეს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მორიგი შეხვედრა იგეგმება
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება. ცნობა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა.

„მოლაპარაკებების პროცესის დაწყებასთან შედარებით, მოსკოვმა და კიევმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს“, - აცხადებს რუსეთის დელეგაციის წევრი, ლეონიდ სლუცკი. მისივე თქმით, ეს პროგრესი, შეიძლება, უახლოეს რამდენიმე დღეში „გადაიზარდოს ორივე დელეგაციის საერთო პოზიციად, ხელმოსაწერ დოკუმენტებში“.

უკრაინული მხარის ცნობით, მუშავდება ხელშეკრულებების პაკეტი უკრაინის პოზიციის გათვალისწინებით.

რაც შეეხება პირველი პირების შეხვედრის ადგილს - განხილვა გრძელდება, პუტინის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, პრეზიდენტ ერდოღანთან სატელეფონო მოლაპარაკებისას, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის. ახლა თურქეთი ცდილობს ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის ორგანიზებას.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →