—

ლუგანსკის რეგიონის ქალაქებში - ლისიჩანსკსა და პოპასნაიაში რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად გაზსადენები დაზიანდა

25
ლუგანსკის რეგიონის ქალაქებში - ლისიჩანსკსა და პოპასნაიაში რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად გაზსადენები დაზიანდა
მოსასმენად დააჭირეთ

ლუგანსკის რეგიონის ქალაქებში - ლისიჩანსკსა და პოპასნაიაში რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად გაზსადენები დაზიანდა.

აღნიშნულ ინფორმაციას "ტელეგრამის" საშუალებით ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

UNIAN -ის თქმით, გასული საღამოს შემდეგ სევეროდონეცკსა და რუბეჟნოეში სროლები არ ცხრება - გვიან ღამით რუსებმა ცეცხლი გახსნეს პოპასნაიას და ლისიჩანსკის მიმართულებით.

„ლისიჩანსკში დაზიანდა გაზსადენი და რამდენიმე სახლი. სევედონეცკში ცეცხლი უკიდია 4 სახლს, პოპასნაიაში 5 სახლი დანგრეულია, ქალაქში ჩაჭრილია გაზსადენი, მსვერპლის რაოდენობა ზუსტდება“, - განაცხადა გაიდაიმ.

რეგიონის ხელმძღვანელის თქმით, რუსები ყველას ანადგურებენ.

„უკვე ერთ კვირაა, რაც რუსეთის ჯარი ჩვენი ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობას ესვრის და ცეცხლს უხსნის სახლებს. ისინი მიზანმიმართულად უმიზნებენ მათ, ვისგანაც წინააღმდეგობა არ ექნებათ - ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს. საღი აზროვნების მქონე სამხედრო მოხუცებულთა თავშესაფარს ესვრის? თანაც ტანკიდან! რუსები ამას აკეთებენ, თანაც მიზანმიმართულად. რას უშლიდნენ მათ ქალაქ კრემენაიაში მცხოვრები დაუცველი და ხანდაზმული ადამიანები? რუსები დაუყოვნებლად ანადგურებენ ყველას“, - განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →