—

ჰელსინკის კომისია ჯო ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინა და საქართველო NATO-ს "არაწევრ მთავარ მოკავშირეებად" დაასახელოს

23
ჰელსინკის კომისია ჯო ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინა და საქართველო NATO-ს "არაწევრ მთავარ მოკავშირეებად" დაასახელოს
მოსასმენად დააჭირეთ

აშშ-ს ჰელსინკის კომისია შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უკრაინა და საქართველო NATO-ს "არაწევრი მთავარი მოკავშირის" სტატუსი (MNNA) მიანიჭოს. ამის შესახებ ინფორმაციას Foreign Policy-ი…

აშშ-ს ჰელსინკის კომისია შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უკრაინა და საქართველო NATO-ს "არაწევრი მთავარი მოკავშირის" სტატუსი (MNNA) მიანიჭოს. ამის შესახებ ინფორმაციას Foreign Policy-ი ავრცელებს.

ამასთან, კომისია აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს.

„იმის მიუხედავად, რომ შეერთებული შტატები მუდმივად უჭერს მხარს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რუსეთის ოკუპაცია და მუდმივი შემოჭრა ამხელს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული ევროატლანტიკური გაფართოების ტრაგედიას. აშშ-ს ძლიერი და აქტიური მხარდაჭერის გარეშე, პუტინი გააგრძელებს უპირატესობის გამოყენებას ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისა და მისი ნეოკოლონიალური დღის წესრიგისკენ მისწრაფებებს“, - წერს კომისია.

კომისია წერილში ასევე რეკომენდაციას აძლევს, რომ ადმინისტრაციამ განიხილოს სტატუსის გავრცელება ნატოს სხვა არაწევრებისთვის ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე: ფინეთი, მოლდოვა და შვედეთი.

ამასთან წერილის თანახმად, ქვეყნის MNNA სტატუსის მინიჭება გამოიწვევს იარაღის გადაცემის, ფინანსური დახმარებისა და ინფორმაციის გაზიარების გაადვილებას. ეს ასევე მხარდაჭერის მძლავრ სიგნალს გაუგზავნის როგორც კიევს, ასევე თბილისს. ნატოს წევრობისგან განსხვავებით, MNNA-ის სტატუსი არ შეიცავს რაიმე ორმხრივ უსაფრთხოებისა და 

თავდაცვის ვალდებულებებს.

ჰელსინკის კომისია, რომელიც ოფიციალურად ცნობილია, როგორც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, დაარსდა 1976 წელს, როგორც დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტო. კომისია შედგება აშშ-ს კონგრესის 18 წევრისაგან.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →