—

დონეცკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, უკრაინული ქალაქი ვოლნოვახა „აღარ არსებობს"

37
დონეცკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, უკრაინული ქალაქი ვოლნოვახა „აღარ არსებობს"
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის ქალაქი ვოლნოვახა მთლიანად განადგურდა რუსეთის შემოჭრის შემდეგ, - ამის შესახებ დონეცკის ოლქის გუბერნატორმა პავლო კირილენკომ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთის შეჭრა დაიწყო…

უკრაინის ქალაქი ვოლნოვახა მთლიანად განადგურდა რუსეთის შემოჭრის შემდეგ, - ამის შესახებ დონეცკის ოლქის გუბერნატორმა პავლო კირილენკომ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთის შეჭრა დაიწყო, ვოლნოვახას მოსახლეობის უმეტესობა გაიქცა და ქალაქის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქი პრაქტიკულად აღარ არსებობს.

„ზოგადად, ვოლნოვახა თავისი ინფრასტრუქტურით, როგორც ასეთი, აღარ არსებობს“, - განუცხადა დონეცკის ოლქის გუბერნატორმა უკრაინულ ტელეარხ Direct-ს.

კირილენკოს თქმით, კვლავ მიმდინარეობს ბრძოლა, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის მიერ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიის ალყაში მოქცევა.

ვოლნოვახა ძლიერი სარაკეტო დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმების ქვეშ იმყოფებოდა, რამაც ქალაქის თითქმის ყველა შენობის განადგურება გამოიწვია.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →