—

გენშტაბი - უკრაინის თავდაცვის ძალები ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს და რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევით ოპერაციას ყველა მიმართულებით აკავებს

32
გენშტაბი - უკრაინის თავდაცვის ძალები ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს და რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევით ოპერაციას ყველა მიმართულებით აკავებს
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის თავდაცვის ძალები ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შეტევით ოპერაციას ყველა მიმართულებით აკავებს,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაშია…

უკრაინის თავდაცვის ძალები ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შეტევით ოპერაციას ყველა მიმართულებით აკავებს,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც ომის მეჩვიდმეტე დღისთვის არსებული ვითარებაა შეჯამებული.

გენშტაბში განმარტავენ, რომ მტერს პოლესკის, სევერსკისა და იუჟნობუჟსკის რაიონებში როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ტექნიკის დიდი დანაკარგი აქვს, შესაბამისად, ის ამ მიმართულებებზე შეჩერებულია და თავდაცვაზეა გადასული.

„დონეცკის მიმართულებაზე წინ წაწევის მცდელობისას რუსმა ოკუპანტებმა ღირსეული წინააღმდეგობა მიიღეს უკრაინელი მებრძოლებისგან და მათი შეჩერება მოხდა გარკვეულ მიმართულებებზე. სხვა მიმართულებებზე კი ოკუპანტმა არსებითად შეამცირა წინსვლის ტემპი,“-ნათქვამია განცხადებაში.

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედმა მტრის 31-მა საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფმა დაკარგა ბრძოლისუნარიანობა.

„საბრლო მოქმედებების შედეგად რუსული შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების უმეტესობა, რომლებსაც ჰქონდათ უშუალო საბრძოლო კონტაქტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, დემორალიზებულია, პირადი შემადგენლობბის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა მცირდება, ფიქსირდება ტყვედ ჩაბარების შემთხვები ცალკეული ჯგუფების მიერ. უკანასკნელ დღეებში შეინიშნება მოწინააღმდეგის დეზერტირების მცირე ჯგუფების გადაადგილება სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით. მტერს აქვს სერიოზული პრობლემა რეზერვის შევსების მიმართულებით.

უკრაინის შეიარაღებული ძალები, უსაფრთხოებისა და სახელმწიფოს თავდაცვის სხვა შესაბამის სექტორებთან ერთად შეთანხმებული ურთიერთქმედებით აკავებს ოკუპაციური ჯარების მასიურ თავდასხმას,უწევს წინააღმდეგობას. გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების! ერთად გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!“- ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →