—

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მოწყობის ბრძანება გასცა

22
უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მოწყობის ბრძანება გასცა
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მოწყობის ბრძანება გასცა. დაზვერვის მიერ მოპოვებული ცნობებით, კრემლის ლიდერი ამაზე…

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მოწყობის ბრძანება გასცა. დაზვერვის მიერ მოპოვებული ცნობებით, კრემლის ლიდერი ამაზე პასუხისმგებლობის დაკისრებას უკრაინისთვის აპირებს.

დაზვერვაში ასევე განმარტავენ, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ნგრევის უკრაინელი სამხედროებისთვის მისაწერად, რუსული მხარე ცრუ „მტკიცებულებების“ შექმნას ცდილობს, რათა მისი ვერსიის დადასტურება შეძლოს.

„კერძოდ, გოსტომელში, ანტონოვის აეროპორტის მახლობლად, რუსული მაცივარი სატვირთო მანქანები შენიშნეს, რომლებიც აგროვებდნენ დაღუპული უკრაინელი მებრძოლების ცხედრებს. არის ალბათობა, რომ ისინი ჩერნობილის ზონაში დაღუპულ დივერსანტებად გაასაღონ.

იმ შემთხვევაში, თუ სახმელეთო სამხედრო ოპერაციისა და პირდაპირი მოლაპარაკებების გზით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს, პუტინი მზადაა მიმართოს მსოფლიო საზოგადოების ბირთვულ შანტაჟს უკრაინის მხარდაჭერის მხრივ დათმობების მისაღწევად", - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →