—

არჩილ თალაკვაძე - სად დგას დღეს საქართველო, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არის - საქართველო დგას უკრაინის გვერდით, დგას მისი თავისუფლების და სუვერენიტეტის დასაცავად

29
არჩილ თალაკვაძე - სად დგას დღეს საქართველო, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არის - საქართველო დგას უკრაინის გვერდით, დგას მისი თავისუფლების და სუვერენიტეტის დასაცავად
მოსასმენად დააჭირეთ

სად დგას დღეს საქართველო, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არის - საქართველო დგას უკრაინის გვერდით, დგას მისი თავისუფლების და სუვერენიტეტის დასაცავად, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას მმართველი გუნდის მისამართით, რომელიც უკრაინის რადას სპიკერის, რუსლან სტეფანჩუკის მიმართვას უკავშირდება და აღნიშნა, რომ ოპოზიციას საქართველოში თავისი ვიწროპარტიული ინტერესები აქვთ, ხოლო საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მისამართით არის ცხადი.

„რადიკალური ოპოზიციის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება ამ სიტუაციაში, ისინი მოქმედებენ ვიწროპარტიული ინტერესებით, რეალობა გახლავთ ის, რომ როგორც აშშ- მა, ასევე ევროკავშირმა, მაღალი დონის სპიკერებმა არაერთხელ შეაფასეს და განაცხადეს, რომ საქართველო დგას ამ მძიმე წუთებში უკრაინის გვერდით და ჩვენი სოლიდარობა არის ძალიან ცხადი. ყველაფერს ვაკეთებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ დასრულდეს ომი და უკრაინის მშვიდობიანი მომავალი იყოს გარანტირებული. ჩვენ დარწმუნებულები ვართ იმაში, რასაც ვაკეთებთ, ეს არის უკრაინის მტკიცე სოლიდარობა, საქართველოს ევროპული მისწრაფებების ერთგულება, ეროვნული ინტერესების სრულად გათვალისწინება ჩვენს საქმიანობაში. არ ვარ დარწმუნებული, რომ იგივეს აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, რომლის ინტერესით გახლავთ შიდა დესტაბილიზაცია და საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით რაიმე შედეგის მიღწევა,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პეტიციას, რომლითაც მოქალაქეები მიმართავენ ევროპარლამენტარებს, რათა ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესდეთ. არჩილ თალაკვაძემ პეტიციას არასერიოზული უწოდა.

„ეს არის ძალზედ არასერიოზული ინიციატივა. ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია (უკრაინის მხარდაჭერაზე), რაც ასევე შეაფასეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. სად დგას დღეს საქართველო, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არის - საქართველო დგას უკრაინის გვერდით, დგას მისი თავისუფლების და სუვერენიტეტის დასაცავად,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →