—

ანკარაში აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა

123
ანკარაში აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა
მოსასმენად დააჭირეთ

10 მარტს ანკარაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შორის შეხვედრა გაიმართა.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სახელმწიფოს მეთაურს ჩანკაიას პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა, იტყობინება InterPress.ge.

პრეზიდენტებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შუშას დეკლარაციის ხელმოწერით და ორივე ქვეყნის პარლამენტებში ამ დოკუმენტის დამტკიცებით, აზერბაიჯანი-თურქეთის ძმური და მეგობრული ურთიერთობები ალიანსის საფუძველზე კიდევ უფრო განვითარდა. პოსტკონფლიქტურ პერიოდში მხარეებმა აზრები გაცვალეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივებზე. მათ ასევე აღნიშნეს ზანგაზურის დერეფნის გახსნის მნიშვნელობა, რეგიონისთვის შექმნილი პერსპექტივები და ამ მხრივ ყარსი-ნახჭევანის რკინიგზის მშენებლობა.

საუბრისას ხაზი გაესვა სომხეთის მიერ 2020 წლის 10 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების ყველა დებულების შესრულების მნიშვნელობას და განიხილეს თურქეთისა და სომხეთის დელეგაციების კონტაქტები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ენერგეტიკულ თანამშრომლობას, სამხრეთ გაზის დერეფნის წარმატებულ ოპერირებას, მოძმე ქვეყანაში და ევროპაში გაზის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობას თურქეთის გავლით, ასევე იგდირი-ნახჭევანის გაზსადენის მშენებლობას. აღნიშნა, რომ ბიუჯეტი ინვესტიციას ითვალისწინებს.

საუბრისას მხარეებმა აზრები გაცვალეს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაფართოების შესახებ.

აღინიშნა, რომ წარმატებით გაგრძელდა თანამშრომლობა სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური, ასევე სამხედრო მომზადებისა და განათლების სფეროში, ასევე განიხილეს ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხები.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და შეაქო თურქეთისა და აზერბაიჯანის, ასევე პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირადი ძალისხმევა ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.

დასასრულს, მათ კმაყოფილება გამოთქვეს აზერბაიჯანულ-თურქეთის მოკავშირე ურთიერთობების განვითარებით და პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიწვია აზერბაიჯანში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →