—

ვლადიმერ პუტინი სანქციებზე - ისეთი არაფერია, რასაც ჩვენ ვერ მოვაგვარებთ

51
ვლადიმერ პუტინი სანქციებზე - ისეთი არაფერია, რასაც ჩვენ ვერ მოვაგვარებთ
მოსასმენად დააჭირეთ

ისეთი არაფერია, რასაც ვერ მოვაგვარებთ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სამთავრობო არხზე გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რითაც რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, სანქციები არის „არამეგობრული ნაბიჯები“ რუსეთისა და მისი ეკონომიკის წინააღმდეგ.

„ხალხი მიხვდება, რომ არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ჩვენ ვერ მოვაგვარებთ“, - განაცხადა პუტინმა.

ამის შემდეგ მან დასავლეთი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ისინი მოუწოდებდნენ თავის მოქალაქეებს, რომ ქამრები შემოიჭირიონ და თბილი ტანსაცმელი ჩაიცვან. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურება“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინი ასევე ამტკიცებს, რომ რუსეთი ენერგომომარაგებასთან დაკავშირებულ თავის ვალდებულებებს კვლავ ასრულებს და არ არის დამნაშავე ფასების ზრდაში.

პუტინი ამაშიც დასავლეთს ადანაშაულებს და ამბობს, რომ „ეს მათივე არასწორი გათვლების ბრალია“.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →