—

კელი დეგნანი - საქართველომ დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია და იყო ძალიან გულწრფელი სხვადასხვა ფორუმებზე

23
კელი დეგნანი - საქართველომ დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია და იყო ძალიან გულწრფელი სხვადასხვა ფორუმებზე
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველომ დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია და იყო ძალიან გულწრფელი სხვადასხვა ფორუმებზე , - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე საქართველოში რუსულ ბიზნესებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ქვეყნის ერთიანობა.

,,მე არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია რუსული ბიზნესების შესახებ. ასე რომ, არ შემიძლია პასუხის გაცემა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე ზუსტი ინფორმაციის მიღება.

ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანა გავერთიანდეთ და ყველანაირად გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. საქართველომ დააფიქსირა თავისი, უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია და იყო ძალიან გულწრფელი სხვადასხვა ფორუმებზე, მათ შორის, გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს ფორუმების ფორმატში. ასევე ჩვენ კარგად ვხედავთ, ქართველი ხალხის ასეთ მხარდაჭერას, რომელიც იყო აბსოლუტური გულუხვობითა და სითბოთი სავსე, უკრაინელი ხალხის მიმართ, რადგან თქვენ იცით, რას ნიშნავს, თავდასხმა არაფრისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ გინდოდათ ყოფილიყავით თავისუფალი. ასე რომ, ვფიქრობ, რომ საელჩოებს ნამდვილად სჭირდებათ ერთიანობა და საქართველოსთვის, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია განიცდის პოლარიზაციას, ახლა არის დრო, ეს არის მიზეზი, რომ გავერთიანდეთ. ხალხის გული და მათი ლოცვა უკრაინელ ხალხთანაა და იმედი მაქვს, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, გაერთიანდება. ეს არის ახლა საჭირო", - განაცხადა დეგნანმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →