—

კამალა ჰარისი - აშშ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის 50 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

24
კამალა ჰარისი - აშშ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის 50 მილიარდ დოლარს გამოუყოფს
მოსასმენად დააჭირეთ

აშშ რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ უკრაინას, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 50 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე - პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან ერთობლივ ბრიფინგზე…

აშშ რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ უკრაინას, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 50 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე - პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან ერთობლივ ბრიფინგზე პოლონეთში განაცხადა.

„ჩვენ გადავცემთ დამატებით 50 მილიარდ დოლარს, რათა დავეხმაროთ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების რეალიზებაში“, - განაცხადა ჰარისმა.

მისი თქმით, სახსრების გამოყოფა სასურსათო დახმარების პროგრამიდან იგეგმება.

მანვე დასძინა, რომ მთელი ცივილური სამყარო განიცდის სიბრაზეს, როდესც ხედავს, რა ხდება უკრაინაში ბავშვებთან, დედებთან, მშობლებთან, ბებიებთან და პაპებთან მიმართებით - რომლებიც გარბიან და ტოვებენ ყველაფერს, რაც გააჩნიათ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელებს, რომლებიც უზარმაზარი თავდადების დემონსტრირებას ახდენენ“, - განაცხადა ამერიკის ვიცე - პრეზიდენტმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა წარმოუდგენელ დანაშაულებზე, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. კერძოდ, საუბარია მარიუპოლში სამშობიარო სახლის და ბავშვთა სახლის დაბომბვაზე.

„ცხადია, ყველა ერთად ყველაფერს გავაკეთებთ ჰუმანიტარული საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ასევე უკრაინისა და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოებისთვის“ , - განაცხადა კამალა ჰარისმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →