—

საქართველო მარილის 60%-ს თურქეთში ყიდულობს - რა წილი აქვს უკრაინულ და რუსულ პროდუქტს ბაზარზე

175
საქართველო მარილის 60%-ს თურქეთში ყიდულობს - რა წილი აქვს უკრაინულ და რუსულ პროდუქტს ბაზარზე
მოსასმენად დააჭირეთ

პროდუქტებზე შესაძლო დეფიციტის ფონზე, ქართული სუპერმარკეტების დახლებიდან შაქართან ერთად მარილიც „დაიტაცეს“. მართალია, ისეთი პანიკური შესყიდვა, როგორც შაქრის შემთხვევაში იყო, მარილზე არ დაფიქსირებულა, თუმცა ეს პროდუქტიც…

პროდუქტებზე შესაძლო დეფიციტის ფონზე, ქართული სუპერმარკეტების დახლებიდან შაქართან ერთად მარილიც „დაიტაცეს“. მართალია, ისეთი პანიკური შესყიდვა, როგორც შაქრის შემთხვევაში იყო, მარილზე არ დაფიქსირებულა, თუმცა ეს პროდუქტიც ზოგიერთი მაღაზიის დახლებზე გუშინ საღამოს უკვე აღარ იყო განთავსებული.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა მოცულობის მარილს ყიდულობს საქართველო ყოველწლიურად და რომელ ქვეყნებში. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად საშუალოდ 50 ათასიდან 60 ათას ტონამდე მარილი შემოდის. 2021 წელს ქვეყანაში განხორციელდა 54 097 ტონა მარილის იმპორტი, 4,676 მლნ დოლარის ღირებულების. უკრაინის წილი მთლიან იმპორტში 18,6%-ს შეადგენდა, რუსეთის კი 0,09%-ს. ყველაზე დიდი რაოდენობით მარილს კი საქართველო თურქეთში ყიდულობს.

top-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით მარილს ყიდულობს:

  • თურქეთი - 32 227 ტონა (2,071 მლნ დოლარი)
  • უკრაინა - 10 069 ტონა (1,278 მლნ დოლარი)
  • ირანი - 6 961 ტონა (464,6 ათასი დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 3 826 ტონა (407,2 ათასი დოლარი)
  • საბერძნეთი - 251 ტონა (130 ათასი დოლარი)
შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →