—

ნიკოლოზ სამხარაძე - ვიმედოვნებ, რომ ნატო-ს ქვეყნები საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შესახებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ

37
ნიკოლოზ სამხარაძე - ვიმედოვნებ, რომ ნატო-ს ქვეყნები საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შესახებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ
მოსასმენად დააჭირეთ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ვინიკოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, სამომავლო…

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ვინიკოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და საჭირო რეფორმების პროცესზე ისაუბრეს.

როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და ზოგადად, უსაფრთხოების კუთხით მთელ რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებაზე.

მათივე ცნობით, საუბრის თემას ასევე წარმოადგენდა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება.

„საქართველოს ნატოში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. შესაბამისად ვიმედოვნებ, რომ ნატო-ს ქვეყნები საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შესახებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →