—

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ენერგიის მიწოდება შეუწყდა და რადიაქტიური ნივთიერებების გამოყოფის საფრთხე არსებობს

40
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ენერგიის მიწოდება შეუწყდა და რადიაქტიური ნივთიერებების გამოყოფის საფრთხე არსებობს
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის სახელმწიფო ბირთვული კომპანიის განცხადებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა და არსებობს საფრთხე იმისა, რომ რადიაქტიური ნივთიერებების გამოყოფა მოხდეს.

მათივე განმარტებით, დახარჯული ბირთვული საწვავის გაგრილება შეუძლებელია.

ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში, Energoatom-ი (უკრაინის ატომური ენერგიის მაგენერირებელი ეროვნული კომპანია) აცხადებს, რომ მაღალი ძაბვის ხაზი, რომელიც კვებავს ქარხანას, გათიშულია, მას შემდეგ, რაც რუსები ორი კვირის წინ ამ ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განუცხადა BBC-ს, რომ უკრაინას არ აქვს წვდომა სადგურზე მონიტორინგის ინფორმაციაზე და, შესაბამისად, ვერ შეაფასებს, რადიოაქტიური ნივთიერებები გამოიყოფა , თუ არა.

მისი თქმით, კვების წყაროს აღდგენა უნდა მოხდეს, მაგრამ დასძინა, რომ არსებობს "ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში უსაფრთხოების სპეციალური სისტემა", რომელიც საშუალებას მისცემს ქარხანას, რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშაოს დიზელის გენერატორების გამოყენებით.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას სასწრაფოდ მოსთხოვოს რუსეთს, რომ ნება დართოს უკრაინულ მხარის დანაყოფებს განაახლონ ელექტრომომარაგება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე.

„დაზიანებულია ერთიანი ელექტრო ქსელი, რომელიც კვებავს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ყველა ატომურ ობიექტს, რომელიც დაიპყრო რუსეთის არმიამ. ჩერნობილის ატომურმა ელექტროსადგურმა დაკარგა ელექტროენერგიის მიწოდება. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, სასწრაფოდ მოსთხოვოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა და მიეცით საშუალება სარემონტო განყოფილებებს განაახლონ ელექტრომომარაგება“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →