—

პოლონეთი მზად არის უკრაინას მიაწოდოს MiG-29 ტიპის გამანადგურებლები, მაგრამ მხოლოდ ნატო-ს ფარგლებში

30
პოლონეთი მზად არის უკრაინას მიაწოდოს MiG-29 ტიპის გამანადგურებლები, მაგრამ მხოლოდ ნატო-ს ფარგლებში
მოსასმენად დააჭირეთ

პოლონეთი მზად არის უკრაინას მიაწოდოს MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, მაგრამ მხოლოდ ნატო-ს ფარგლებში, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველზე დაყრდნობით…

პოლონეთი მზად არის უკრაინას მიაწოდოს MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, მაგრამ მხოლოდ ნატო-ს ფარგლებში, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-მა MiG-29 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის შესახებ პოლონეთის წინადადებაზე უარი განაცხადა.

„აშშ-ს არ სურს ეს თვითმფრინავები უკრაინაში ამერიკული ბაზებიდან ჩავიდეს. პოლონეთი მზადაა იმოქმედოს, მაგრამ მხოლოდ ნატო-ს სამხედრო ალიანსის ფარგლებში", - განუცხადა ანჟეი დუდას მრჩეველმა იაკუბ კუმოჩმა მედიას.

შეგახსენებთ, პოლონეთმა გუშინ განაცხადა, რომ მზადაა, დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს თავისი MiG-29 ტიპის ყველა გამანადგურებელი თვითმფრინავი გერმანიაში მდებარე, აშშ-ის საჰაერო ძალების, რამშტეინის ბაზაზე და ვაშინგტონს განკარგულებაში გადასცეს, თუმცა, პენტაგონმა პოლონეთის ამ წინადადებაზე უარი განაცხადა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →