—

დიდი ბრიტანეთი მოსკოვს აფრთხილებს, რომ მის ტერიტორიაზე ფრენის შემთხვევაში, რუსეთის თვითმფრინავებს დააკავებს

19
დიდი ბრიტანეთი მოსკოვს აფრთხილებს, რომ მის ტერიტორიაზე ფრენის შემთხვევაში, რუსეთის თვითმფრინავებს დააკავებს
მოსასმენად დააჭირეთ

დიდმა ბრიტანეთმა დღეს რუსეთს ახალი საავიაციო სანქციები დაუწესა, რომლებიც მას საშუალებას აძლევს დააკავოს რუსეთის ნებისმიერი თვითმფრინავი და აკრძალოს საავიაციო ან კოსმოსური საქონლის ექსპორტი რუსეთში.

Reuters-ის ცნობით, აკრძალვა შეეხება ნებისმიერ საჰაერო ხომალდს, რომელსაც ფლობს და მართავს რუსეთთან დაკავშირებული ნებისმიერი პირი ან სანქცირებული პირები ან სუბიექტები და მოიცავს უფლებას, დააკავონ ნებისმიერი თვითმფრინავი, რომელიც ეკუთვნის რუსეთთან ასოცირებულ პირებს.

„დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსეთის თვითმფრინავების აკრძალვა და მათი ყოფნის სისხლის სამართლის დანაშაულად ქცევა კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს რუსეთს და კრემლთან დაახლოებულ პირებს“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →