—

აშშ-ს დაზვერვა - პუტინი კიევის აღებას ორ დღეში გეგმავდა - ის წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ უკრაინა ნამდვილი ქვეყანა არაა, რაშიც ცდებოდა

26
აშშ-ს დაზვერვა - პუტინი კიევის აღებას ორ დღეში გეგმავდა - ის წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ უკრაინა ნამდვილი ქვეყანა არაა, რაშიც ცდებოდა
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის დედაქალაქ კიევის აღებას ორ დღეში გეგმავდა, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა. ინფორმაციას სხვადასხვა დასავლური…

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის დედაქალაქ კიევის აღებას ორ დღეში გეგმავდა, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა. ინფორმაციას სხვადასხვა დასავლური მედიასაშუალებები ავრცელებენ.

„პირველი ორი დღის განმავლობაში კიევის აღების ნაცვლად... თითქმის ორი კვირის შემდეგ, მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ქალაქის მთლიანად ალყაში მოქცევა“, - აღნიშნა ბერნსმა კონგრესის მოსმენაზე გამოსვლისას.

CIA-ს ხელმძღვანელმა ამერიკელ კანონმდებლებთან საუბრისას ისიც თქვა, რომ პუტინი ახლა გაბრაზებული და იმედგაცრუებულია.

„ის, სავარაუდოდ, გააორმაგებს ძალისხმევას და შეეცდება გაანადგუროს უკრაინელი სამხედროები მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის უგულებელყოფით,” - დასძინა ბერნსმა.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თქმით, პუტინი ცდებოდა, როდესაც წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ არ სჯეროდა, რომ უკრაინა ნამდვილი ქვეყანაა.

„ის ცდება ამაში. რეალური ქვეყნები წინააღმდეგობას გასწევენ და ეს არის ის, რაც უკრაინელებმა საკმაოდ გმირულად გააკეთეს ბოლო 12 დღის განმავლობაში”, - განაცხადა მან.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →