—

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი 150-მა ჟურნალისტმა დატოვა

41
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი 150-მა ჟურნალისტმა დატოვა
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთში დამოუკიდებელი მედიის თანამშრომელთათვის ვითარების გაუარესების გათვალისწინებით, ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გერმანიის მთავრობას თხოვნით მიმართავს, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, დაასაქმონ…

რუსეთში დამოუკიდებელი მედიის თანამშრომელთათვის ვითარების გაუარესების გათვალისწინებით, ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გერმანიის მთავრობას თხოვნით მიმართავს, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, დაასაქმონ ჟურნალისტები, ვინც რუსეთი იძულებით დატოვა. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზეა ნათქვამი.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის საზღვარი რუსული მედიის 150-მა თანამშრომელმა გადაკვეთა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

მთელმა რიგმა დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა რუსეთში მუშაობა შეწყვიტეს მასობრივი სახელმწიფო ცენზურის მიზეზით, ზოგიერთი კი საბრძოლო მოქმედებების შესახებ აღარ ავრცელებს ინფორმაციას.

ცნობისთვის, 4 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც 15 წლით პატიმრობა ემუქრებათ მათ, ვინც გაავრცელებს "ყალბ ინფორმაციას" უკრაინაში შეჭრის შესახებ. წამყვანმა საერთაშორისო მედიასაშუალებებმა რუსეთიდან რეპორტაჟები შეწყვიტეს.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →