—

სუმიში აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია

46
სუმიში აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია
მოსასმენად დააჭირეთ

სუმის საცხოვრებელი უბნების რუსეთის მიერ დაბომბვის შედეგად ნანგრევიდან 9 დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, მათგან ორი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელწიფო სამსხურის პრესსამსახურზე დაყრდნობით…

სუმის საცხოვრებელი უბნების რუსეთის მიერ დაბომბვის შედეგად ნანგრევიდან 9 დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, მათგან ორი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელწიფო სამსხურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თქმით, 7 მარტს სუმიში, საცხოვრებელ კორპუსებზე ავიაიერიში განხორციელდა. მანამდე ცნობილი იყო მხოლოდ ცხრა დაღუპულის შესახებ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, ნანგრევების გაწმენდა ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა „უკვე დადგენილია 18 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ორი ბავშვის გარდაცვალების ფაქტი“.

გერაშჩენკოს თქმით, სუმიში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა მხოლოდ რუსების სინდისზე კი არ არის, არამედ იმ ევროპელი პოლიტიკოსების, რომლებსაც „ჯერ არ გადაუწყვეტიათ ძლიერი საზენიტო რაკეტების გადაცემა ან ცის დახურვა".

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →