—

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს - უკრაინის ეროვნული დროშა არის უკრაინელების მსოფლმხედველობა: მშვიდობიანი მიწა და მშვიდობიანი ცა

49
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს - უკრაინის ეროვნული დროშა არის უკრაინელების მსოფლმხედველობა: მშვიდობიანი მიწა და მშვიდობიანი ცა
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის ეროვნული დროშა არის უკრაინელების მსოფლმხედველობა: მშვიდობიანი მიწა და მშვიდობიანი ცა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პირველმა პირმა თანამემამულეებს საკუთარი მომავლისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა.

"უკრაინელებო! ჩვენ ბევრნი ვართ, მილიონობით ვართ და ეს არის მილიონობით გზა ჩვენი მომავლისთვის საბრძოლველად. ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი ლურჯ-ყვითელი ეროვნული დროშისთვის", - დასძინა მან.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის დროშის ქვეშ არ მომხდარა თავდასხმები სხვა ქვეყნებზე, არ მომხდარა უცხო მიწების მიტაცება, არ დახოცილა ხალხი.

„ჩვენ და ტერორი სხვადასხვა სამყარო ვართ. ჩვენს დროშაზე სისხლი არ არის. არ არის და არც არასდროს იქნება შავი ლაქები, არც "სვასტიკები". უკრაინის დროშა არის მიწა. მშვიდობიანი, ნაყოფიერი, ოქროსფერი და ტანკების გარეშე. ეს ცა მშვიდობიანია. სუფთა, ცისფერი და რაკეტების გარეშე. ასე იყო და ასე იქნება. მე მჯერა, ვიცი. ”- განაცხადა ზელენსკი.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →