—

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მარტის ბოლომდე საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის ახალი პარტია შემოვა

5
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მარტის ბოლომდე საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის ახალი პარტია შემოვა
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მარტის ბოლომდე საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის ახალი პარტია შემოვა.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მარტის ბოლომდე საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის ახალი პარტია შემოვა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ვაქცინაციის ტემპის გააქტიურებისთვის აქტიური კამპანია მიმდინარეობს.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ახლაც მიმდინარეობს ჩვენი კამპანია სხვადასხვა ადგილებში, უფრო მეტად ხელმისაწვდომი რომ იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი მობილური ჯგუფები, 30-მდე სხვადასხვა ჯგუფია, დადიან სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში, აქტიურად მიმდინარეობს ამის აგიტაცია. რაც შეეხება იმ ვაქცინებს, რომლებსაც ვადა მარტის ბოლომდე აქვს, მარტის ბოლომდე ახალი პარტია „ფაიზერის“ ვაქცინები შემოვა. ამ კუთხითაც ეს პრობლემა მოგვარებულია“,-განაცხადა აზარაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანამ კორონავირუსის ინფიცირების პიკი გადაიარა.

„ჩვენ პიკი ნამდვილად გადავიარეთ. დღეს ინფიცირების შემთხვევები უკვე 1000-ზე ნაკლები გვქონდა და შემცირების ტემპი ისევ გაგრძელდება. რაც შეეხება ტესტირების შემცირებას, იმის გამო არ არის ინფიცირების რაოდენობა შემცირებული, რადგან არ იტესტებიან, ჩვენ ასევე აქტიურად ვუყურებთ იმას, თუ რამდენი ჰოსპიტალიზაციაა ყოველდღიურად. თუ ვნახავთ, ეს მაჩვენებლებიც საკმაოდ შემცირებულია“,-განაცხადა აზარაშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა თავად ვაქცინაციის ტემპით კმაყოფილი, მინისტრმა უპასუხა, რომ „ვაქცინაციის ტემპი კიდევ უფრო გასააქტიურებელია“.

„ამ მიმართულებით თუკი რაიმე საშუალება არსებობს როგორც კამპანიის კუთხით, ასევე სხვადასხვა მიმართულებებით, ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ“,- განაცხადა აზარაშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →