—

ირაკლი ღარიბაშვილი - რეგიონში დიდი გამოწვევებია, მაგრამ უნდა გადავეწყოთ ისე, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ

35
ირაკლი ღარიბაშვილი - რეგიონში დიდი გამოწვევებია, მაგრამ უნდა გადავეწყოთ ისე, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ
მოსასმენად დააჭირეთ

რეგიონში დიდი გამოწვევებია, მაგრამ უნდა გადავეწყოთ ისე, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, იანვარში საქართველოს 18%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს.

„იანვარი ძალიან აქტიურად, ძლიერად დავიწყეთ - 18%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც უპრეცედენტოა მთელ რეგიონსა და ევროპაში. ექსპორტი 47%-ითაა გაზრდილი, ასევე ტურიზმისა და სხვა ყველა მიმართულებით ზრდა გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტემპი არ შენელდეს. პირიქით - უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ. აქტიურად უნდა დავიწყოთ ის პროგრამები, რაც დავაანონსეთ - დასაქმების პროგრამა, ასევე ეკონომიკის დამაჩქარებლების წამახალისებელი პროექტები. ჩვენ, ყველა მოწოდებული ვართ, რათა ეს ტემპი შევინარჩუნოთ. რეგიონში დიდი გამოწვევებია, მაგრამ უნდა გადავეწყოთ ისე, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ. ამიტომ საჭიროა ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია. ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ასევე ფინანსთა მინისტრი ხვდებიან და ესაუბრებიან ბიზნესის წარმომადგენლებს. ამ კვირაში მეც აქტიურად ჩავერთვები. ასე რომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ წელს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →