—

ხატია დეკანოიძე - საქართველოს სახელმწიფოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებით ახმოვანებს მხოლოდ პრეზიდენტი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა განცხადებები არაადეკვატურია

26
ხატია დეკანოიძე - საქართველოს სახელმწიფოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებით ახმოვანებს მხოლოდ პრეზიდენტი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა განცხადებები არაადეკვატურია
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს სახელმწიფოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებით ახმოვანებს მხოლოდ პრეზიდენტი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა განცხადებები არაადეკვატურია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის…

საქართველოს სახელმწიფოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებით ახმოვანებს მხოლოდ პრეზიდენტი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა განცხადებები არაადეკვატურია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ ხვალ გაიმართოს პლენარული სხდომა, სადაც წარდგება პრეზიდენტი.

„ბოლო დროს ვნახეთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებით, რომელიც უნდა ჰქონდეს მოსახლეობას, ქვეყანას სტრატეგიული სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ურთულეს მდგომარეობაში ახმოვანებს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი. სამწუხაროდ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა განცხადებები არის არაადეკვატური და ძალიან სამარცხვინო. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ, გვაინტერესებს მისი ხედვა, დამოკიდებულება, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, ასევე რეფორმები, რომელიც უნდა გაგრძელდეს და მიშელის დოკუმენტის შეთანხმება ყველა მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ, ოპოზიცია გავაკეთებთ ყველაფერს პროცედურულად და სამართლებრივად, რომ ხვალ გაიმართოს პლენარული სხდომა, სადაც წარდგება პრეზიდენტი,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →