—

ანა ბუჩუკური - დღეს ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია პარლამენტში მოვუსმინოთ სალომე ზურაბიშვილს

22
ანა ბუჩუკური - დღეს ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია პარლამენტში მოვუსმინოთ სალომე ზურაბიშვილს
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია პარლამენტში მოვუსმინოთ სალომე ზურაბიშვილს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

დღეს ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია პარლამენტში მოვუსმინოთ სალომე ზურაბიშვილს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პრეზიდენტის მოსმენა დროულად მოხდეს.

"ვერ ვფიქრობ ვერც ერთ სუბიექტს, რომლის მოსმენაც ახლა ისეთივე მნიშვნელოვანია პარლამენტში, როგორც პრეზიდენტის, ეს არის ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი ქვეყნის შიგნით და გარეთ ღირსეულად და სხვათა შორის ფრთხილად, ქვეყნის ღირსეული პოზიციის წარმოდგენა მიმდინარე მოვლენებზე. გარდა ამისა, მას ჰქონდა კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და დღეს ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე მოვუსმინოთ ზურაბიშვილს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს მისი მოსმენა პარლამენტში, ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიიღებენ დადებით გადაწყვეტილებას,"- განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გადაწყდება, გაიმართება თუ არა პლენარული სხდომა 5 მარტს, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის მიზნით. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს უკვე აცნობა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, პარლამენტში წლიური მოხსენებით 2022 წლის 5 მარტს წარდგეს. ამასთან, “ქართული ოცნების“ დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ სხდომა 5 მარტს არ ჩატარდეს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →