—

კახა კალაძის განცხადებით, გაიხსნება სახაზინო ანგარიში, სადაც მოქალაქეებს უკრაინის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეეძლებათ

8
კახა კალაძის განცხადებით, გაიხსნება სახაზინო ანგარიში, სადაც მოქალაქეებს უკრაინის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეეძლებათ
მოსასმენად დააჭირეთ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გაიხსნება სახაზინო ანგარიში, სადაც მოქალაქეებს უკრაინის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეეძლებათ. როგორც კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინის მხარდაჭერისთვის ბიზნეს სექტორი…

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გაიხსნება სახაზინო ანგარიში, სადაც მოქალაქეებს უკრაინის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეეძლებათ. როგორც კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინის მხარდაჭერისთვის ბიზნეს სექტორი განსაკუთრებულ მზაობას გამოთქვამს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი აქტიურობს, ბიზნეს სექტორი განსაკუთრებით გამოთქვამს მზაობას, დაეხმაროს უკრაინელ მეგობრებს, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავხსნათ ანგარიში, სადაც შესაძლებელი იქნება ფინანსური დახმარების გაწევაც. რა თქმა უნდა, მეც გამოვთქვამ მზადყოფნას, მივიღო ფინანსური მონაწილეობა ამ დახმარებაში. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და ვუსურვო მხოლოდ აღმშენებლობაში, განვითარებასა და წინსვლაში გამოგვეხატოს ერთმანეთის მხარდაჭერა. ძალიან განვიცდით იქ არსებულ მდგომარეობას. ომი, რომელიც იქ მიმდინარეობს, დამთრგუნველია ყველასთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისში უკვე არსებობს ადგილები, სადაც მოქალაქეებს უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული დახმარების მიტანა შეუძლიათ.

„უკრაინისთვის განსაკუთრებით ძნელბედობის ჟამს, ჩვენ ყველა ერთიანი ძალით, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას. ქართველებს არ გვესწავლება თანადგომა და მხარდაჭერა გაჭირვებაში მყოფი მეგობრების მიმართ. ჩვენი სახელმწიფო ომის პირველი დღეებიდან ეხმარება საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს. უკრაინაში გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი და კვლავ გაგრძელდება ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესშია ჩართული. უამრავი ადამიანი ეხმარება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ ამ ყველაფერში მონაწილეობა მივიღოთ.

თბილისმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სოლიდარული ქალაქია, გამოთქვა მზაობა შეიფაროს უკრაინის მოქალაქეები და დაეხმაროს იმ ტკივილის გადატანაში, რასაც დღეს ისინი განიცდიან. ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება გარკვეული პროდუქტების მობილიზება, რომელიც უკრაინის სხვადასხვა ქალაქში გაიგზავნება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →