—

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრების საკადასტრო კოდების სიის გამოქვეყნება დაიწყო

39
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრების საკადასტრო კოდების სიის გამოქვეყნება დაიწყო
მოსასმენად დააჭირეთ

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები შეირჩა.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები შეირჩა.

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საძოვრების საკადასტრო კოდების ჩამონათვალი უკვე ხელმისაწვდომია პროგრამის განმახორციელებელი უწყების - სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.land.gov.ge და ოფიციალურ fb-გვერდზე - https://www.facebook.com/land.gov.ge.; ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე www.mepa.gov.ge.

„ზემოაღნიშნულ ვებგვერდებზე ასევე ხელმისაწვდომია საძოვრების შესახებ ინფორმაცია, რაც მოიცავს: საკადასტრო კოდს, ფართობს, მდებარეობას, საკადასტრო გეგმას და ამონაწერს საჯარო რეესტრიდან; მითითებულია საკადასტრო კოდებზე პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყების და დასრულების თარიღი.

ფერმერებს, რომლებიც მეცხოველეობას მისდევენ, შესაძლებლობა ეძლევათ, პროგრამაში ჩაერთონ და აუქციონის გზით, სამი წლის ვადით, სასურველი საძოვარი იჯარით აიღონ. პირველ ეტაპზე, შერჩეულია კახეთის, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის საძოვრები.

პრეტენდენტის პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელი მოთხოვნაა მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელობაში ყოლა.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებ და ფეისბუქ გვერდებზე.

კოდების გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის დასრულების შემდგომ, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო მსურველთა რეგისტრაციას დაიწყებს და განაცხადებს მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე მიიღებს: ქ. თბილისი 0160, ვაზისუბნის ქ. 25. პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიხედვით, სააგენტო შეარჩევს აუქციონში მონაწილეების სიას და გადააგზავნის ქონების ეროვნულ სააგენტოში. აუქციონს ქონების ეროვნული სააგენტო გამართავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →