—

უკრაინული მედია - რუსეთს სურს უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩი გამოაცხადოს, ის უკვე მინსკშია

27
უკრაინული მედია - რუსეთს სურს უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩი გამოაცხადოს, ის უკვე მინსკშია
მოსასმენად დააჭირეთ

სახელმწიფო ღალატისთვის მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ახლა მინსკში იმყოფება და რუსეთს სურს, ის უკრაინის პრეზიდენტად გამოაცხადოს, - ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის დაზვერვის წყაროებზე…

სახელმწიფო ღალატისთვის მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ახლა მინსკში იმყოფება და რუსეთს სურს, ის უკრაინის პრეზიდენტად გამოაცხადოს, - ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს.

„მიღებული ინფორმაცია მიუთითებს კრემლის მიერ რაიმე სახის საინფორმაციო ოპერაციის ან ქმედების შესაძლო მომზადებაზე, ყოფილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის უკრაინაში დაბრუნების ან უახლოეს მომავალში მისი სახელით უკრაინელი ხალხისადმი მიმართვის გამოქვეყნების შესახებ", - წერს გამოცემა.

უკრაინაში იანუკოვიჩის წინააღმდეგ არაერთი საქმეა აღძრული. ის უკვე ნასამართლევია სამშობლოს ღალატისთვის და დაუსწრებლად მისჯილი აქვს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →