—

სალომე ზურაბიშვილი სანქციების შესახებ პრემიერის განცხადებაზე - არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება - პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი სახის განცხადებას მე არ გავაკეთებდი

34
სალომე ზურაბიშვილი სანქციების შესახებ პრემიერის განცხადებაზე - არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება - პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი სახის განცხადებას მე არ გავაკეთებდი
მოსასმენად დააჭირეთ

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი სახის განცხადებას არ გავაკეთებდი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა FRANCE 24-თან ინტერვიუში, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით…

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი სახის განცხადებას არ გავაკეთებდი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა FRANCE 24-თან ინტერვიუში, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება.

წამყვანის კითხვაზე - „თქვენმა ქვეყნის პრემიერ - მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რატომ?“ - ზურაბიშვილი პასუხობს, რომ მან არ იცის, თუ რატომ გააკეთა მსგავსი განცხადება ღარიბაშვილმა.

“პირველ რიგში, არ ვიცი თუ რატომ გააკეთა მან ეს განცხადება. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არ დგას, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა უკვე დასანქცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებით. დარწმუნებული არ ვარ, რა ტიპის სანქციების დაწესება შეგვეძლება, ისეთი სანქციების, რომლებსაც მნიშვნელობა ექნება ამ ეტაპზე. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ასეთი სახის განცხადებას დღეს რაიმე აზრი აქვს - პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი სახის განცხადებას არ გავაკეთებდი. ვფიქრობ, რაც მნიშვნელოვანია და რასაც ყველა ელის საქართველოსგან ეს ღია სოლიდარობაა, ამიტომ ვარ აქ, ამას ვუდასტურებ პრეზიდენტ ზელენსკის, ამას ადასტურებს ქართველი მოსახლეობა. ეს არის მესიჯი, რომლის აქ მოტანაც მინდა - ჩვენ უკრაინას აბსოლუტურ სოლიდარობას ვუცხადებთ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →