—

ლიეტუვის პრეზიდენტი - თუ უკრაინა დაეცემა, დარწმუნებულები იყავით, რომ ჩვენ ვიქნებით შემდეგი, რუსეთი იდგება ჩვენს კართან

26
ლიეტუვის პრეზიდენტი - თუ უკრაინა დაეცემა, დარწმუნებულები იყავით, რომ ჩვენ ვიქნებით შემდეგი, რუსეთი იდგება ჩვენს კართან
მოსასმენად დააჭირეთ

თუ უკრაინა დაეცემა - დარწმუნებულები იყავით, რომ ჩვენ ვიქნებით შემდეგი, რუსეთი იდგება ჩვენს კართან,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად ევროპისა და ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია თავი იგრძნოს უსაფრთხოდ, როდესაც საუბარი ეხება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.

„არც ერთ ქვეყანას ევროკავშირში და არც ერთ ქვეყანას ევროპაში არ შეუძლია ახლა თავი იგრძნოს უსაფრთხოდ. დიახ, უკრაინა არის ნომერ პირველი სამიზნე, მაგრამ თუ ვერ დავეხმარებით უკრაინას, თუ უკრაინა დაეცემა - დარწმუნებულები იყავით რომ ჩვენ ვიქნებით შემდეგი, რუსეთი იდგება ჩვენს კართან“,“- განაცხადა ნაუსედამ.

ცნობისთვის, ლიეტუვა იყო ერთ-ერთი იმ 8 ქვეყანას შორის, ვინც უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით წევრობას მხარი დაუჭირა. ლიეტუვის მხარდაჭერაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ნაუსედამ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მათი მორალური მოვალეობაა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →