—

ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, ისინი განმარტავენ, რომ წევრობაზე შეთავაზება რელევანტურია ომში მყოფი უკრაინის მიმართ, მაგრამ რელევანტური არ არის მოლდოვის და საქართველოს მიმართ

23
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, ისინი განმარტავენ, რომ წევრობაზე შეთავაზება რელევანტურია ომში მყოფი უკრაინის მიმართ, მაგრამ რელევანტური არ არის მოლდოვის და საქართველოს მიმართ
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ გვქონდა წინასწარი კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ისინი განმარტავენ, რომ ევროკავშირის წევრობაზე შეთავაზება რელევანტური არის ომში მყოფი უკრაინის მიმართ, მაგრამ არ არის რელევანტური მოლდოვისა და…

ჩვენ გვქონდა წინასწარი კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ისინი განმარტავენ, რომ ევროკავშირის წევრობაზე შეთავაზება რელევანტური არის ომში მყოფი უკრაინის მიმართ, მაგრამ არ არის რელევანტური მოლდოვისა და საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კობახიძის თქმით, არასწორი ინფორმაციების გამო, „ემოციური აჟიოტაჟია“ შექმნილი. მისი თქმით, უკრაინას ომის გამო შესთავაზეს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივის დაჩქარებული წესით განხილვა.

„არასწორი ინფორმაციების გავრცელების გამო ემოციური აჟიოტაჟია შექმნილი. საქმე გვაქვს იმასთან, რომ ომის გათვალისწინებით, უკრაინას შესთავაზეს, დაჩქარებული წესით კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივის განხილვა. აქ უკრაინის გაწევრიანებაზეც კი არ არის საუბარი. ეს არის რაზეც საუბრობენ ევროკავშირის წარმომადგენლები და ლიდერები. ასეც და ისეც, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას დასჭირდება მრავალი წელი, იმიტომ, რომ არსებობს კონკრეტული სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ვიდრე არ შესრულდება ყველა ვალდებულება, მანამდე ვერცერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. ეს ეხება საქართველოს, მოლდოვას, ყველა ქვეყანას თანაბრად. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ასეთ დოკუმენტს ევროკავშირში, 2024 წელს შევიტანთ. 2024 წლისთვის, ჩვენ გვექნება ვალდებულებების სერიოზული ნაწილი შესრულებული, რის შემდეგაც უკვე რაციონალური საფუძველი იქნება ჩვენი მხრიდან განაცხადის შეტანას. ჩვენ გვქონდა წინასწარი კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, ისინი განმარტავენ, რომ ევროკავშირის წევრობაზე შეთავაზება რელევანტური არის ომში მყოფი უკრაინის მიმართ, მაგრამ არ არის რელევანტური მოლდოვისა და საქართველოს მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →