—

მიხეილ სააკაშვილი - ახლა მთავარია, უკრაინა გადარჩეს და შემდეგ ერთადერთი გზა მასობრივი მობილიზაციაა, ხელისუფლების შეცვლა საქართველოში

24
მიხეილ სააკაშვილი - ახლა მთავარია, უკრაინა გადარჩეს და შემდეგ ერთადერთი გზა მასობრივი მობილიზაციაა, ხელისუფლების შეცვლა საქართველოში
მოსასმენად დააჭირეთ

ახლა მთავარია, უკრაინა გადარჩეს და შემდეგ ერთადერთი გზა მასობრივი მობილიზაციაა, ხელისუფლების შეცვლა საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან საყოველთაო მობილიზაციაზე ისაუბრა.

„გაუმარჯოს საქართველოს. ყველასთვის ყველაფერი ნათელია. ეს ყველაფერი პირობითობაა. ახლა მთავარია, გადარჩეს უკრაინა და შემდეგ ერთადერთი გზა არის მასობრივი მობილიზაცია. ხელისუფლების შეცვლა საქართველოში ისე, რომ ეროვნული ერთიანობის მთავრობა იყოს, ამას ალტერნატივა არ აქვს. უნდა მოვემზადოთ საყოველთაო მობილიზაციისთვის. გამარჯვება დაგვრჩება ჩვენ, ქართველ და უკრაინელ ხალხს, ცივილიზებულ კაცობრიობას. აბა თქვენ იცით“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან გაიხსენა, რომ საქართველო 2008 წლის ომში მედგრად იდგა.

„2008 წელს ჩვენ მაგრად დავდექით,ახლა ხომ ნახეთ, რა მაგრად დავდგარვართ. კონდოლიზა რაისმა თქვა, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაინც ასე მოხდებაოდაო. ის, რომ მაშინ სააკაშვილი და ზოგადად, ქართული დემოკრატია გადარჩა, სწორედ ამიტომ არიან ახლა ეს ახალგაზრდები ქუჩაში, იმიტომ, რომ საქართველომ არსებობა გააგრძელა, არ გადაიქცა რუსეთის გუბერნიად და ჩეჩნეთად“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, „დღეს საქართველოს ე.წ. მთავრობა ახალგაზრდებს ეუბნება, რომ რუსულ ჩექმას მიიღებენ“.

„ნურაფერზე დავკომპლექსდებით. ჩვენ ვიყავით ფრონტის წინა ხაზზე. მეუბნებოდა ყველა, დატოვე დედაქალაქი და არ დავტოვე, არ დავტოვე და სწორად მოვიქცევი, რადგან ამას მთელი ცხოვრება ვინანებდი. მაშინ ქართული სახელმწიფო გადარჩა. პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც კიევს არ ტოვებს, ძალიან სახიფათო ადგილას არის. პრეზიდენტის ადმისტრაციისთვის რაკეტების მოხვედრა არის ძალიან ადვილი, მაგრამ ეს არის ვაჟკაცობა და კაცობა. ჩვენ დავიცავთ უკრაინას, ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს. ჩვენ ვართ ისტორიის სწორ მხარეს“,-განაცხადა სააკაშვილმა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →