—

ხარკოვში აფეთქების შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვი, დაშავდა

27
ხარკოვში აფეთქების შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვი, დაშავდა
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას CNN-ი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურო ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, აფეთქებამ სამთავრობო შენობა გაანადგურა.

„რუსეთი აწარმოებს ომს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით. კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. რუსეთის მთავარი სამიზნე არის დიდი ქალაქები, რომლებსაც ახლა რაკეტებს ესვრიან “, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ პოსტში.

სამინისტრო ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ხორციელდება სარაკეტო თავდასხმა ხარკოვის სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობაზე.

სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობაში განთავსებულია ადგილობრივი მთავრობის ოფისები. ის მდებარეობს ხარკოვის მთავარ "თავისუფლების მოედანზე".

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →