—

თბილისიდან უკრაინაში მოხალისეთა ერთი ჯგუფი უკვე გაემგზავრა

20
თბილისიდან უკრაინაში მოხალისეთა ერთი ჯგუფი უკვე გაემგზავრა
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისიდან უკრაინაში, მოხალისეთა ერთი ჯგუფი უკვე გაემგზავრა. ისინი უკრაინაში ჩასვლას ავტობუსით გეგმავენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, 60-მდე ადამიანით დაკომპლექტებული ჯგუფი უკრაინაში მოხალისედ, სამხედრო და სამედიცინო დახმარების მიზნით მიემგზავრება.

აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი ჯგუფი თბილისის აეროპორტში ფრენას ელოდება.

ცნობისთვის, საქართველოდან უკრაინაში მოხალისედ წასვლის სურვილი სხვადასხვა მოქალაქემ, მათ შორის ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმაც გამოთქვა. მისი თქმით, ჩარტერული რეისი უნდა შესრულებულიყო, თუმცა მოგვიანებით, უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშემ მათ ინფორმაცია მიაწოდა, რომ საქართველოს მთავრობამ რეისს თბილისში დაჯდომის უფლება არ მისცა.

აღნიშნულს გამოეხმაურა უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.

„მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს.

თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!", - წერს დენის შმიგალი „ტვიტერზე“.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →