—

უკრაინა კიბერსივრცეში რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურ ბრძოლას იწყებს

8
უკრაინა კიბერსივრცეში რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურ ბრძოლას იწყებს
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინა კიბერსივრცეში რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურ ბრძოლას იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოციალურ ქსელ ტელეგრამში არსებული სპეციალური ბოტ-ჩატი შეაგროვებს მომხმარებელთა მიერ გაგზავნილ ინფორმაციას, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ გამოიყენებს.

„ვხსნით კიბერფრონტს! დაეხმარეთ უკრაინელებს ოკუპანტის რესურსების გატეხვის პროცესში! ჩვენ უკანასკნელ დღეებში მტრის გადაადგილებისა და მისი დივერსიულ-სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მოვიპოვეთ. თქვენი დახმარებით ბევრი ოკუპანტი განადგურდა! დღეს ტელეგრამ ჩატ-ბოტ @stop_russian_war_bot-ში გაჩნდა ახალი ფუნქცია, რომელიც კიბერფრონტზე ბრძოლას ემსახურება - თუკი რუსული ობიექტების კიბერთავდაცვაში რაიმე სუსტი წერტილი შეამჩნიეთ, აუცილებლად შეატყობინეთ ჩატ-ბოტს“, - ნათქვამია მიმართვაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ, აღნიშნული ხარვეზები შესაძლოა, ეხებოდეს ელფოსტას, ვებ-გვერდებს, ონლაინ-ბანკინგს, მართვის სისტემებს, კომპიუტერულ ქსელებს, სერტიფიცირების ცენტრებს, პირადი შეტყობინების აპლიკაციებს და სოციალურ ქსელებს.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში არის ნათქვამი, უკრაინელი კიბერსპეციალისტები ჩატ-ბოტის მიერ შეგროვებულ ინფორმაციას ოკუპანტთან საბრძოლველად გამოიყენებენ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →