—

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და შემდეგ სხვა ხალხის ინტერესებზე ვიფიქროთ

28
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და შემდეგ სხვა ხალხის ინტერესებზე ვიფიქროთ
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიხელმძღვანელოთ, შემდეგ ბუნებრივია, სხვა ხალხის ინტერესებზე ვიფიქროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას…

ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიხელმძღვანელოთ, შემდეგ ბუნებრივია, სხვა ხალხის ინტერესებზე ვიფიქროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება სოლიდარულია და გულისტკივილით უყურებენ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.

“ვინმეს უფიქრია, სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში სად ვიქნებოდით? ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა, შემდეგ კიევში. ეს პირდაპირ უნდა ითქვას და არ უნდა მოვერიდოთ ამას. დღეს ჩვენ ხელისუფლებას პატივი და პასუხისმგებლობა გვაქვს. ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიხელმძღვანელოთ, შემდეგ ბუნებრივია, სხვა ხალხის ინტერესებზე ვიფიქროთ. ჩვენ ყველას თანავუგრძნობთ, მაგრამ ჯერ ჩვენი ქვეყანა და ხალხი უნდა დავიცვათ“,- აღნიშნავს ღარიბაშვილი.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →