—

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების პროცესის ჩატარების დროსა და ადგილის შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს

14
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების პროცესის ჩატარების დროსა და ადგილის შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებათა პროცესის ჩატარების დროსა და ადგილის შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს. ეს განცხადება „ფეისბუკის“ გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა…

რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებათა პროცესის ჩატარების დროსა და ადგილის შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს. ეს განცხადება „ფეისბუკის“ გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა იყო და კვლავაც მზად არის ისაუბროს ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის შესახებ.

„უნდა უარვყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ უარი ვთქვით მოლაპარაკებებზე. უკრაინა იყო და კვლავაც მზად არის ისაუბროს ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის შესახებ. ეს ჩვენი უცვლელი პოზიციაა. ჩვენ დადებითად ვუპასუხეთ რუსეთის პრეზიდენტის წინადადებას. უშუალოდ ამ საათებში მხარეები კონსულტაციას გადიან მოლაპარაკებების გამართვის დროსა და ადგილის შესახებ. რაც მალე დაიწყება მოლაპარაკებები, მით მეტი იქნება შანსი აღდგეს ნორმალური ცხოვრება“ , - განაცხადა ნიკიფოროვმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →