—

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს წარმომადგენლობითი უფლება შეუჩერა

17
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს წარმომადგენლობითი უფლება შეუჩერა
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს წარმომადგენლობითი უფლება შეუჩერა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთს ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტში მონაწილეობის უფლება უწყდება, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან არის დაკავშირებული.

ამის შესახებ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ტინი კოკსმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კომიტეტის შეხვედრა შედგა „რუსეთის ბრუტალური ქმედებების გამო უკრაინასთან დაკავშირებით".

მისი თქმით, ორგანიზაციის აღნიშნული რეაქცია ეხება მე-8 მუხლს - წევრი სახელმწიფოსთვის მონაწილეობის შეჩერებას ევროპის საბჭოს ყველა ორგანოში.

მითითებული მე-8 მუხლი კერძოდ, ითვალისწინებს შემდეგს:

„ევროპის საბჭოს ნებისმიერ წევრს, რომელიც არღვევს მე-3 მუხლს, შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას წარმომადგენლობის უფლება და მინისტრთა კომიტეტმა შეიძლება სთხოვოს, გავიდეს საბჭოდან მე-7 მუხლის შესაბამისად.

თუკი ასეთი წევრი სახელმწიფო არ შეასრულებს ასეთ თხოვნას, კომიტეტს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მისი საბჭოს წევრობის შესახებ იმ თარიღიდან, რომელსაც განსაზღვრავს კომიტეტი“.

კოკსის თქმით, კომიტეტის სხდომაზე მონაწილეთა დიდი რაოდენობა ესწრებოდა და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთთან მიმართებით.

„მე მაქვს მკაფიო შთაბეჭდილება, რომ ევროსაბჭოს ყველა წარმომადგენელს მკაფიო პოზიცია ჰქონდა იმაზე, რომ უნდა დავგმოთ რუსეთის სამხედრო შეჭრა უკრაინაში“ , - განაცხადა კოკსმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →