—

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში ქვეყნის შეჭრას, არ აქვთ უფლება რუსეთში მოაწყონ საპროტესტო აქციები წინასწარი ნებართვის გარეშე

29
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში ქვეყნის შეჭრას, არ აქვთ უფლება რუსეთში მოაწყონ საპროტესტო აქციები წინასწარი ნებართვის გარეშე
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში ქვეყნის შეჭრას, „არ აქვთ უფლება მოაწყონ საპროტესტო აქციები წინასწარი ნებართვის გარეშე”. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა…

რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში ქვეყნის შეჭრას, „არ აქვთ უფლება მოაწყონ საპროტესტო აქციები წინასწარი ნებართვის გარეშე”. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„კანონის მიხედვით, შესაბამისი პროცედურების დაცვით, ამ მოქალაქეებს არ აქვთ უფლება მოაწყონ საპროტესტო აქციები თავიანთი აზრის გამოხატვის მიზნით“, - განაცხადა პესკოვმა.

CNN-ის ინფორმაციით, რუსეთში 40 ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზე 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, დიდი დემონსტრაციებისთვის საჭიროა მომიტინგეებმა მიმართონ ნებართვით შესაბამის უწყებას. ნებართვის წარდგენა უნდა მოხდეს ღონისძიებამდე არაუმეტეს 15, მაგრამ არანაკლებ 10 დღით ადრე. მძიმე ჯარიმები და ზოგიერთ შემთხვევაში პატიმრობაც კი შეიძლება დაწესდეს მათ წინააღმდეგ, ვინც პროტესტს ნებართვის გარეშე გამოხატავს.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →