—

პრემიერ-მინისტრმა კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

26
პრემიერ-მინისტრმა კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურმა და თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, იუნკერების ძველ უნიფორმებში გამოწყობილმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა პირველი რესპუბლიკისა და სახელმწიფო დროშებით მარშირება მოაწყვეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. სიმბოლურად, გაჟღერდა 1918-1921 წლების საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მარში, რომელიც ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა აღადგინა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →