—

ბადრი ჯაფარიძე - დარწმუნებული ვარ, ცივილიზებული სამყარო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწიოს

31
ბადრი ჯაფარიძე - დარწმუნებული ვარ, ცივილიზებული სამყარო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწიოს
მოსასმენად დააჭირეთ

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, საფრთხე, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო წარმოიშვა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, საფრთხე, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო წარმოიშვა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ ამ ყველაფერს სახელმწიფოებრივი ნაბიჯებით უნდა უპასუხოს და არა ერთმანეთის დაყოფით.

„დღევანდელი დღე ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ეს არის ჩვენი ქვეყნის საბჭოთა ძალების მიერ ოკუპაციის დღე. ეს დღე დაემთხვა იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, ოღონდ ამ დღისგან განსხვავებით, რომელსაც ჩვენი ხანგრძლივი ოკუპაცია მოყვა, იმედი მაქვს, უკრაინელი ხალხი შეძლებს, წინააღმდეგობა გაუწიოს აგრესორს და არ დამთავრდეს ეს უკანონო, ფართომასშტაბიანი ინტერვენცია უკრაინაში ხანგრძლივვადიანი ოკუპაციით.

შესაბამისად, დღეს ჩვენ ყველამ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის დღე ჩვენი გაერთიანების, გაერთიანების ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ირგვლივ, რადგან ის საფრთხე, რომელიც ახლა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო წარმოიშვა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამას უნდა ვუპასუხოთ სახელმწიფოებრივად და არა ერთმანეთის დაყოფით, ერთმანეთისთვის სახელებისა და ეპითეტების მიწებებით“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ის შედეგიანი იქნება.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქმე გვაქვს საკმაოდ ძლიერ და კარგად მომზადებულ აგრესორთან. დღეს არის ხანგრძლივვადიანი ბრძოლა, მაგრამ ის სანქციები, რომელიც დაწესდა, აუცილებლად შედეგს მოიტანს. აუცილებელია სამხედრო დახმარება, შეიარაღების მიწოდება ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთი ქვეყნისთვის იბრძვიან. დარწმუნებული ვარ, ცივილიზებული სამყარო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწიოს“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →