—

იაპონიის პრემიერ-მინისტრი - გავაძლიერებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

6
იაპონიის პრემიერ-მინისტრი - გავაძლიერებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ
მოსასმენად დააჭირეთ

იაპონია რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებს, სამხედრო ორგანიზაციებსა და კერძო პირებს, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, მთელ რიგ სანქციებს დაუწესებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა.

მისი თქმით, სასანქციო ზომები მოიცავს ფიზიკური პირებისა და ფინანსური ინსტიტუტების აქტივების გაყინვას და ასევე, რუსეთის სამხედრო ორგანიზაციებში ექსპორტის აკრძალვას.

„ამ სიტუაციის საპასუხოდ, ჩვენ გავაძლიერებთ სასანქციო ზომებს „დიდ შვიდეულთან“ და დანარჩენ საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით“, - აღნიშნა ფუმიო კიშიდა.

მან ასევე განაცხადა, რომ იაპონიის დაახლოებით 120 მოქალაქე კვლავ უკრაინაში იმყოფება და იაპონიის საელჩო მუშაობს პოლონეთთან იმისთვის, რომ უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →