—

ვლადიმერ პუტინი - არ ვაპირებთ ზიანი მივაყენოთ მსოფლიო ეკონომიკის სისტემას

57
ვლადიმერ პუტინი - არ ვაპირებთ ზიანი მივაყენოთ მსოფლიო ეკონომიკის სისტემას
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ემზადებოდა მიმდინარე სიტუაციისთვის და აანალიზებდა რისკებს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა მსხვილ ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ ყველა, თქვენც ხვდებით, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ და ასე თუ ისე, ვემზადებოდით იმისთვის, რაც ახლა ხდება სანქციებისა და შეზღუდვების პოლიტიკის თვალსაზრისით“ , - განაცხადა პუტინმა.

მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ახლა, რაც უკრაინაში ხდება, იძულებითი ზომაა.

მისი თქმით, რუსეთს არავითარი შანსი არ დაუტოვეს სხვაგვარად მოქცეულიყო.

დღესვე პუტინმა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკურმა პარტნიორებმა არ უნდა გაიყვანონ ქვეყანა საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, მაგრამ შეზღუდვები იქნება.

მისი თქმით, რუსეთი რჩება მსოფლიო ეკონომიკის ნაწილად, "რამდენადაც ის ამ სისტემის ნაწილად რჩება, არ აპირებს ზიანის მიყენებას სისტემისთვის, რომლის ნაწილიც არის".

„მეჩვენება და ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა გაიგონ და არ უნდა დაისახონ ამოცანად ჩვენი გაყვანა ამ სისტემიდან. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური მოსაზრებებითაც ეს შეზღუდვები მაინც იქნება“, - განაცხადა პუტინმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →