—

მამუკა ხაზარაძე - მოვუწოდებ პრეზიდენტს, მოიწვიოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერები, სადაც მოხდება ერთიანობის დემონსტრირება არა მარტო უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად

6
მამუკა ხაზარაძე - მოვუწოდებ პრეზიდენტს, მოიწვიოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერები, სადაც მოხდება ერთიანობის დემონსტრირება არა მარტო უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად
მოსასმენად დააჭირეთ

მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, მოიწვიოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერები, სადაც მოხდება ერთიანობის დემონსტრირება არა მარტო უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად - დარწმუნებული…

მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, მოიწვიოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერები, სადაც მოხდება ერთიანობის დემონსტრირება არა მარტო უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად - დარწმუნებული ვარ ეს იქნება ეროვნული კონსოლიდაციის რეალური და თვალსაჩინო დასაწყისი, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ახლა პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად ერთად დგომის დროა.

„უკრაინის გამარჯვება - საქართველოს გამარჯვებაა! დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ეროვნული ერთიანობა, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად ერთად დგომის დროა. რაც დღეს უკრაინაში ხდება, ის უკვე მოხდა საქართველოში 2008 წელს. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს რუსეთის სამხედრო აგრესია. დღეს ქართველმა ხალხმა უნდა აჩვენოს სრული სიმტკიცე, ერთიანობა და უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.

მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს მოიწვიოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერები, სადაც მოხდება ერთიანობის დემონსტრირება არა მარტო უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად. დარწმუნებული ვარ ეს იქნება ეროვნული კონსოლიდაციის რეალური და თვალსაჩინო დასაწყისი“, - წერს ხაზარაძე.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →