—

პაატა მანჯგალაძე - პუტინი არის აგრესორი, იბრძვის მშვიდობის წინააღმდეგ - თუ გვეგონება, უკრაინაში ომი იმიტომ მიმდინარეობს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი არ ჰქონდათ, ყოველთვის ილუზიაში ვიქნებით

28
პაატა მანჯგალაძე - პუტინი არის აგრესორი, იბრძვის მშვიდობის წინააღმდეგ - თუ გვეგონება, უკრაინაში ომი იმიტომ მიმდინარეობს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი არ ჰქონდათ, ყოველთვის ილუზიაში ვიქნებით
მოსასმენად დააჭირეთ

ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ - პუტინი არის აგრესორი, იბრძვის მშვიდობის წინააღმდეგ, თუ გვეგონება, უკრაინაში ომი იმიტომ მიმდინარეობს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი არ ჰქონდათ, ყოველთვის ილუზიაში ვიქნებით, - ამის…

ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ - პუტინი არის აგრესორი, იბრძვის მშვიდობის წინააღმდეგ, თუ გვეგონება, უკრაინაში ომი იმიტომ მიმდინარეობს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი არ ჰქონდათ, ყოველთვის ილუზიაში ვიქნებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, საქართველო უნდა იდგეს იქ, სადაც თავისუფალი სამყარო დგას.

„ის, რაც უკრაინაში ხდება ადასტურებს, რომ რუსეთი და პუტინის რეჟიმი არის თავისუფალი სამყაროს მტერი. უკრაინელები იბრძვიან რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი საქართველოსაც იცავენ დღეს. რუსეთი საქართველოშიც ახორციელებს ჰიბრიდულ ომს და ამას არქმევს სპეცოპერაციას ნაციონალისტების წინააღმდეგ, ეს სატყუარა არ უნდა დავიჯეროთ. პუტინისთვის მნიშვნელობა არ აქვს საბაბს, თავის იმპერიალისტურ ამბიციებზე უარს არ იტყვის და აუცილებელია, ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი, იმედს ვიტოვებ საქართველოს მთავრობა გამოვა ჩირგვებში ჯდომის პოზიციიდან და ცივილიზებულ სამყაროსთან დადგება. არავინ ამბობს, რომ რამე ზედმეტი საბაბი უნდა მისცეს საქართველომ რუსეთს პროვოცირებისთვის, არც უკრაინელებს მიუციათ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას ცივილიზებული სამყარო, რადგან უკრაინაში პუტინი ებრძვის ცივილიზებულ სამყაროს. გუშინდელი განცხადება, რაც ღარიბაშვილმა გააკეთა, რომ თითქოს უკრაინამ რაიმე დააკლო მშვიდობის მცდელობას - დასავლეთმა უკრაინას იარაღი არ უნდა მისცეს და სამშვიდობო პროცესით მოგვარდესო - ეს მძიმე განცხადებაა, აბა რა უნდა ქნას უკრაინამ, როცა იარაღის გარდა, სხვა დაცვის საშუალება არ აქვს?!"- განაცხადა მანჯგალაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →